Home > Work > Trainspotting (Mark Renton #2)

Trainspotting (Mark Renton #2) QUOTES

104 " ასეა თუ ისე, იმდენად დაღლილი ვარ, რო ეგრევე ვხუჭავ თვალებს და ძილი თავს მართმევს. ოდნავ ვიძაბები, როცა ვგრძნობ, რო ბერიკაცი გვერდით მომიწვა, მარა მალევე ვდუნდები, რადგანაც გასუსული წევს და ახლოს მოკარებას არც კი ცდილობს. თანაც ორივე ჩაცმულები ვწევართ. ვგრძნობ, რო ავადმყოფურ, უგონო ძილში ვიძირები.
ვიღვიძებ. აზრზე არა ვარ, რამდენ საათს მეძინა. პირი გამშრალი მაქვს, სახეზე კი უცნაური სისველის შეგრძნება მაწუხებს. ლოყაზე ხელს ვისვამ და ვხედავ, რო ხელზე რაღაც მოთეთრო, შედედებული და წებოვანი ნივთიერება ამყვა. ვტრიალდები და რას ვხედავ!.. ბერიკაცი გვერდზე მიწევს, მთლად დედიშობილაა და პატარა, მსუქანი ასოდან სპერმა მოუჟონავს.
- უუუ, შე გათახსირებულო ბებერო!.. ზედ მომათავე, სანამ მეძინა, შე ბოზო, შენა?!… მოგკლავ, შე ახვარო ნაბიჭვარო! - ასე მგონია, ბინძური ცხვირსახოცი ვარ-მეთქი, რომელიც იხმარეს და გადააგდეს. ჭკუიდან გადასული ერთ მაგარს ვულაწუნებ სიფათში და საწოლიდან ვაგდებ. საზიზღარ, ტრაკგასიებულ ჯუჯას ჰგავს, დიდი ღიპითა და მრგვალი გოგრით. მოკრუნჩხული გდია იატაკზე და მე წიხლებს იქამდე ვურტყამ, სანამ არ ვხვდები, რო ტირის. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)

107 " _ სამეფო არმიაში მსახურობდი, შვილო? ჩემი ბრაიანიც მანდ იყო, სამეფო არმიაში, ბრაიან ლედლოუ.
_ ემმმ, ისა… არა, ქალბატონო, ფლოტში ვიყავი, _ მხრებს იჩეჩავს ჯონი.
_ ბრაიენი აღარ დამიბრუნდა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ოცდაერთი წლის იყო, ჩემი საწყალი ბიჭი. ისეთი კარგი ყმაწვილი იყო, _ ქალს თვალები ცრემლებით ევსება. ხმა მთლად ჩაუწყდა და საწყალობელი გაუხდა საკუთარი უსუსური დარდის გამო. _ იცი, შვილო, ეგ საზიზღარი ტეტჩერი სიცოცხლის ბოლომდე მეძულება. ერთი დღეც არ გავა, ეგ რო არ დავწყევლო.
მერე საფულეს იღებს, ოცგირვანქიან კუპიურას პოულობს და ჯონის ხელში უტენის:
_ აიღე, შვილო, ამის მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ მინდა, რო შენ გქონდეს. _ მერე ქვითინი უვარდება და მიდის, ფეხზე ძლივს დგას; ისეთი გრძნობაა, თითქოს დანით დაჭრეს.
_ ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო! _ მიჰკივის ჯონი მიმავალს. _ ღმერთმა დალოცოს შოტლანდიელი ჯარისკაცები! _ მერე ტაშსაც შემოჰკრავს, სიხარულით აღარაა, რომ მალე ციკლოზინს იყიდის და იმ მეტადონთან ერთად გადაუშვებს, რომელიც უკვე აქვს. ფსიქომეტადონური კოკტეილი: მისი ნეტარებისაკენ მიმავალი ბილეთი, მისი პატარა სამოთხისაკენ, რომელსაც გაუცნობიერებლები დასცინიან და ვერ აფასებენ; ეგენი ვერასოდეს ჩასწვდებიან ამ ნეტარების არსს... ელბოს მთელი ბღუჯა ციკლოზინი აქვს, კიბოს გამო გამოუწერეს. დღეს საღამოს აუცილებლად მოინახულებს იმ თავის ავადმყოფ მეგობარს. ელბოს მაგისი კალიკები სჭირდება, ჯონის კიდე _ მისი ფსიქოტროპულები. ინტერესთა იდეალური თანხვედრაა. დიახაც! ღმერთმა წყალობა არ მოუშალოს შოტლანდიელ ჯარისკაცებს და ბრიტანულ ჯანდაცვას! "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)

108 " ვიღაც კუანა დედაბერი (ეგეთებს, დღის ამ მონაკვეთში, ყოველთვის გადაეყრები ავტობუსებში), მძღოლს ტვინს უჭამს უაზრო შეკითხვებით ავტობუსებზე და მათ მარშრუტებზე. ერთი უნდა წაკუზო და ტყვნაში ამოხადო სული, მაგ ჩათლახს!.. ჩუმი რისხვისგან ლამის დავიხრჩო, როცა მის ახვრულ ეგოიზმს და მძღოლის მისდამი გულჩვილ დამოკიდებულებას ვხედავ. ახალგაზრდების ძალმომრეობაზე რო ბაზრობენ ხოლმე ამდენს, ამ ფსუტიანი ბებრების ფსიქოლოგიურ ძალმომრეობას რატო არავინ ახსენებს?
როგორც იქნა, გატრაკებით გული იჯერა და მძღოლს დაეხსნა, მარა კატის პროჭივით მოპრუჭნულ ტუჩებს ჯერ კიდე აცმაცუნებს.
პირდაპირ ცხვირწინ მიჯდება. თვალებით კეფას ვუბურღავ. მინდა, რო ტვინში სისხლი ჩაექცეს ან ინფარქტმა დაარტყას… თუმცა არა, არა!.. ეგ რო მოხდეს, ავტუბუსი შეყოვნდება. ჯობია, ნელი სიკვდილით ჩაძაღლდეს ჩემი წამებისთვის. ეგრევე თუ დაიბრიდება, ხალხს საქმე მიეცემა, აფუსფუსდებიან. ეგეთ მომენტს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე… ყველაფერს კიბოს უჯრედები ჯობია. კი, კი, ნეტა ეგ უჯრედები გაუჩნდეს და ნელ-ნელა გამოხრას სიმსივნემ!.. უკვე ვგრძნობ კიდეც, ეგ უჯრედები რო უვითარდება… თუმცა, ეგ პროცესი მგონი სწორედ ჩემში მიმდინარეობს ახლა… ძალიან დავიღალე, მაგ ბებრუხანას სიძულვილის თავიც აღარა მაქვს. სრულ აპათიაში ჩავვარდი. ბებრუხანამ “მოცემული მომენტის” მიღმა გადაინაცვლა. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)

110 " -ახლა, უკნიდან უნდა დამარჭო, მაგრამ მანმადე მაგ პენისს კარგად გაგიპოხავ ვაზელინით, რო შედებისას არ მეტკინოს. კუნთები შემეკუმშება, იმიტო რო ამას პირველად ვაკეთებ, მარა ვეცდები, მოვდუნდე, - თქვა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
ლორა დიდად თავშენახული ქალი არ ბრძანდებოდა, ჰოდა, ვაზელინი არ აღმოაჩნდა. ამიტომ რაღაც სხვა ნივთიერება იპოვა, რომელიც, მისი აზრით, საპოხად გამოდგებოდა. ძალიან ბლანტი და წებოვანი რამე იყო. მოკლედ, ბლომად წაუსვა საწყალ ქლიავას ასოზე.
რეზინის წებო აღმოჩნდა. იმ საცოდავს კანში ჩააკვდა და აუტანელი ტკივილისაგან საშინლად ააღრიალა. ბნედიანივით იკრუნჩხებოდა საწოლზე და გრძნობდა, რომ ცოტაც და ასოს თავი ნაღდად მოსძვრებოდა. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)

111 " _ მაგ ლონდონში სულ გამოყლევდი, ბიჭი? ფეხბურთის ტელევიზორში ყურება ვის გაუგია?! რაღა ფეხბურთის მატჩის ტელევიზორით ყურება და რაღა განდონით წერაობა!… უსაფრთხო სექსი, უსაფრთხო ფეხბურთი… ყველაფერი უსაფრთხო გვინდა, ამის დედაც!.. ბარე პატარა უსაფრთხო სამყარო გავაშენოთ ირგვლივ და ყველა შიგნით შევიყუჟოთ, - თქვა და დამცინავად დაიმანჭა. სტივის უკვე დავიწყებოდა, როგორი ცეტი და იმპულსური ხასიათი ჰქონდა ამ ვირიშვილს.
რენტსი თიშიკოს დაეთანხმა. უპრეცედენტო შემთხვევააო, გაიფიქრა სტივიმ. ეს ორნი სულ ერთმანეთს ჭამდნენ და ეჭიდავებოდნენ. ერთი რომ იტყოდა რამეზე “მაგარიაო”, მეორე აუცილებლად იტყოდა, “ყლეობააო”.
- მე რო მკითხო, ვაბშე უნდა აკრძალონ ფეხბურთის ტელევიზიით ჩვენება, რო ტრაკგასიებული და ზარმაცი მთხლეები აიძულონ, უკანალი აწიონ და სტადიონზე წაეთრიონ გუნდის მხარდასაჭერად. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)

115 " ბეგბი ახლა იმას მებაზრება, რა მაგარი ბიჭი ვარ და იმედი აქვს, რო მეც იგივეს ვეტყვი. ჰოდა, მეც ვემორჩილები.
რაღაც ხანს ბეგბისთვის დამახასიათებელი სარეკლამო შოუს საყრდენი ვხდები, ფხიზელ მასტს ვთამაშობ და საძმოს ბეგბის ცხოვრებიდან რამდენიმე კლასიკურ ეპიზოდს ვუყვები. ეგ ეპიზოდები მოწმობს, რა მაგარი ტიპია და როგორი სანაშენო ბუღაა. როცა ამ მითებს სხვები ყვებიან, ბევრად დამაჯერებლად ჟღერს ხოლმე. მერე ჩვენ ორნი ბარიდან გამოვდივართ და ქუჩას მივუყვებით. ერთი სული მაქვს, დედაჩემთან მივიდე და ცოტა წავუძინო, მაგრამ მათხოვარა მაწვება, ჩემთან წამოდი და დავლიოთო.
ბეგბისთან ერთად დიდის ამბით რო მივსეირნობ ქუჩაში, თავი უკვე მსხვერპლი კი არა, მტაცებელი მგონია და ხარბად ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით. მაგრამ მალე ვხვდები, რა საცოდავი იდიოტი ვარ და ვითრგუნები. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)