Home > Author > Irvine Welsh >

" ასეა თუ ისე, იმდენად დაღლილი ვარ, რო ეგრევე ვხუჭავ თვალებს და ძილი თავს მართმევს. ოდნავ ვიძაბები, როცა ვგრძნობ, რო ბერიკაცი გვერდით მომიწვა, მარა მალევე ვდუნდები, რადგანაც გასუსული წევს და ახლოს მოკარებას არც კი ცდილობს. თანაც ორივე ჩაცმულები ვწევართ. ვგრძნობ, რო ავადმყოფურ, უგონო ძილში ვიძირები.
ვიღვიძებ. აზრზე არა ვარ, რამდენ საათს მეძინა. პირი გამშრალი მაქვს, სახეზე კი უცნაური სისველის შეგრძნება მაწუხებს. ლოყაზე ხელს ვისვამ და ვხედავ, რო ხელზე რაღაც მოთეთრო, შედედებული და წებოვანი ნივთიერება ამყვა. ვტრიალდები და რას ვხედავ!.. ბერიკაცი გვერდზე მიწევს, მთლად დედიშობილაა და პატარა, მსუქანი ასოდან სპერმა მოუჟონავს.
- უუუ, შე გათახსირებულო ბებერო!.. ზედ მომათავე, სანამ მეძინა, შე ბოზო, შენა?!… მოგკლავ, შე ახვარო ნაბიჭვარო! - ასე მგონია, ბინძური ცხვირსახოცი ვარ-მეთქი, რომელიც იხმარეს და გადააგდეს. ჭკუიდან გადასული ერთ მაგარს ვულაწუნებ სიფათში და საწოლიდან ვაგდებ. საზიზღარ, ტრაკგასიებულ ჯუჯას ჰგავს, დიდი ღიპითა და მრგვალი გოგრით. მოკრუნჩხული გდია იატაკზე და მე წიხლებს იქამდე ვურტყამ, სანამ არ ვხვდები, რო ტირის. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)


Image for Quotes

Irvine Welsh quote : ასეა თუ ისე, იმდენად დაღლილი ვარ, რო ეგრევე ვხუჭავ თვალებს და ძილი თავს მართმევს. ოდნავ ვიძაბები, როცა ვგრძნობ, რო ბერიკაცი გვერდით მომიწვა, მარა მალევე ვდუნდები, რადგანაც გასუსული წევს და ახლოს მოკარებას არც კი ცდილობს. თანაც ორივე ჩაცმულები ვწევართ. ვგრძნობ, რო ავადმყოფურ, უგონო ძილში ვიძირები.<br />ვიღვიძებ. აზრზე არა ვარ, რამდენ საათს მეძინა. პირი გამშრალი მაქვს, სახეზე კი უცნაური სისველის შეგრძნება მაწუხებს. ლოყაზე ხელს ვისვამ და ვხედავ, რო ხელზე რაღაც მოთეთრო, შედედებული და წებოვანი ნივთიერება ამყვა. ვტრიალდები და რას ვხედავ!.. ბერიკაცი გვერდზე მიწევს, მთლად დედიშობილაა და პატარა, მსუქანი ასოდან სპერმა მოუჟონავს.<br />- უუუ, შე გათახსირებულო ბებერო!.. ზედ მომათავე, სანამ მეძინა, შე ბოზო, შენა?!… მოგკლავ, შე ახვარო ნაბიჭვარო! - ასე მგონია, ბინძური ცხვირსახოცი ვარ-მეთქი, რომელიც იხმარეს და გადააგდეს. ჭკუიდან გადასული ერთ მაგარს ვულაწუნებ სიფათში და საწოლიდან ვაგდებ. საზიზღარ, ტრაკგასიებულ ჯუჯას ჰგავს, დიდი ღიპითა და მრგვალი გოგრით. მოკრუნჩხული გდია იატაკზე და მე წიხლებს იქამდე ვურტყამ, სანამ არ ვხვდები, რო ტირის.