Home > Author > Irvine Welsh >

" ბეგბი ახლა იმას მებაზრება, რა მაგარი ბიჭი ვარ და იმედი აქვს, რო მეც იგივეს ვეტყვი. ჰოდა, მეც ვემორჩილები.
რაღაც ხანს ბეგბისთვის დამახასიათებელი სარეკლამო შოუს საყრდენი ვხდები, ფხიზელ მასტს ვთამაშობ და საძმოს ბეგბის ცხოვრებიდან რამდენიმე კლასიკურ ეპიზოდს ვუყვები. ეგ ეპიზოდები მოწმობს, რა მაგარი ტიპია და როგორი სანაშენო ბუღაა. როცა ამ მითებს სხვები ყვებიან, ბევრად დამაჯერებლად ჟღერს ხოლმე. მერე ჩვენ ორნი ბარიდან გამოვდივართ და ქუჩას მივუყვებით. ერთი სული მაქვს, დედაჩემთან მივიდე და ცოტა წავუძინო, მაგრამ მათხოვარა მაწვება, ჩემთან წამოდი და დავლიოთო.
ბეგბისთან ერთად დიდის ამბით რო მივსეირნობ ქუჩაში, თავი უკვე მსხვერპლი კი არა, მტაცებელი მგონია და ხარბად ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით. მაგრამ მალე ვხვდები, რა საცოდავი იდიოტი ვარ და ვითრგუნები. "

Irvine Welsh , Trainspotting (Mark Renton #2)


Image for Quotes

Irvine Welsh quote : ბეგბი ახლა იმას მებაზრება, რა მაგარი ბიჭი ვარ და იმედი აქვს, რო მეც იგივეს ვეტყვი. ჰოდა, მეც ვემორჩილები.<br />რაღაც ხანს ბეგბისთვის დამახასიათებელი სარეკლამო შოუს საყრდენი ვხდები, ფხიზელ მასტს ვთამაშობ და საძმოს ბეგბის ცხოვრებიდან რამდენიმე კლასიკურ ეპიზოდს ვუყვები. ეგ ეპიზოდები მოწმობს, რა მაგარი ტიპია და როგორი სანაშენო ბუღაა. როცა ამ მითებს სხვები ყვებიან, ბევრად დამაჯერებლად ჟღერს ხოლმე. მერე ჩვენ ორნი ბარიდან გამოვდივართ და ქუჩას მივუყვებით. ერთი სული მაქვს, დედაჩემთან მივიდე და ცოტა წავუძინო, მაგრამ მათხოვარა მაწვება, ჩემთან წამოდი და დავლიოთო.<br />ბეგბისთან ერთად დიდის ამბით რო მივსეირნობ ქუჩაში, თავი უკვე მსხვერპლი კი არა, მტაცებელი მგონია და ხარბად ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით. მაგრამ მალე ვხვდები, რა საცოდავი იდიოტი ვარ და ვითრგუნები.