Home > Author > Natalie Davitashvili >

" ბერმა ბუქნაი ბაადურმა იერემიას უბრძანა, სტუმრები სასანთლეში ღვთის კართან მიეყვანა. დარბაზის შუაგულში დაბრძანებული ღვთის კარი თეთრი ქვის დბალი კედლით სამი მხრიდან იყო შემოსაზღვრული, შიგნით, ზედ საძირკველზე, მთლიან თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქვის სვეტი - საკურთხეველი - შუა კედელთან იყო მოპირკეთებული. კედლებს გარშემო მტკაველი სიღრმის ღარი მიუყვებოდა. კუთხეებში ვერცხლის ვეებერთელა ჭიქა-ბარძიმები იდგა, კაცს მუხლის ზემოთ რომ მისწვდებოდა ისეთი. ორივე არწივისბრჭყალებიან ექვს-ექვს კლანჭზე იდგა, ხოლო თასებს ვერცხლისავე ფრთაგაშლილი არწივები ამკობდა, რომელთაც თვალებში ჩასმული ალმასები უელავდათ. ღვთის კარზე სანთელი არენთო, იგი დარბაზში უხვად დანთებული სანთლებისა და კელაპტრების შუქით ნათდებოდა. ბარბალეს გირგედი - მარმარილოს მრგვალი დისკო - საკურთხეველზე იყო დასვენებული. დარბაზში მყოფი მგალობლები მზისა და მთვარის, დედობისა და ფურობის მფარველის, სახად-ბატონებისა და ტკივილის განმდევს, დიდ ბარბალეს უმღეროდნენ.
მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!
მზე შენია, ბარბალ-დოლაშ! "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)


Image for Quotes

Natalie Davitashvili quote : ბერმა ბუქნაი ბაადურმა იერემიას უბრძანა, სტუმრები სასანთლეში ღვთის კართან მიეყვანა. დარბაზის შუაგულში დაბრძანებული ღვთის კარი თეთრი ქვის დბალი კედლით სამი მხრიდან იყო შემოსაზღვრული, შიგნით, ზედ საძირკველზე, მთლიან თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქვის სვეტი - საკურთხეველი - შუა კედელთან იყო მოპირკეთებული. კედლებს გარშემო მტკაველი სიღრმის ღარი მიუყვებოდა. კუთხეებში ვერცხლის ვეებერთელა ჭიქა-ბარძიმები იდგა, კაცს მუხლის ზემოთ რომ მისწვდებოდა ისეთი. ორივე არწივისბრჭყალებიან ექვს-ექვს კლანჭზე იდგა, ხოლო თასებს ვერცხლისავე ფრთაგაშლილი არწივები ამკობდა, რომელთაც თვალებში ჩასმული ალმასები უელავდათ. ღვთის კარზე სანთელი არენთო, იგი დარბაზში უხვად დანთებული სანთლებისა და კელაპტრების შუქით ნათდებოდა. ბარბალეს გირგედი - მარმარილოს მრგვალი დისკო - საკურთხეველზე იყო დასვენებული. დარბაზში მყოფი მგალობლები მზისა და მთვარის, დედობისა და ფურობის მფარველის, სახად-ბატონებისა და ტკივილის განმდევს, დიდ ბარბალეს უმღეროდნენ.<br /> მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!<br /> მზე შენია, ბარბალ-დოლაშ!