Home > Author > Natalie Davitashvili >

" ცის სამეფოშია მორიგე გამგებლის სამყოფელი. ერთ ძალიან მაღალ მთაზე, მის მწვერვალებს ღრუბლებიც რომ ვერ სწვდებიან, ციხე დგას; სწორედ იქ არის ღვთის კარი, მის იქით ოქროს ტახტზე მორიგე ღმერთია დაბრძანებული და ოქროს ბაგეებით იძლევა ბრძანებებს. მის სამლობელოში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ შეიძლება მისვლა. ოქროს ტახტის გვერდით ქვესკნელში ფესვებგადგმული ალვის ხე დგას, რომლის წვერში ოქროს ცხრაკეცი ჯაჭვია. ალვის ტოტებზე თეთრმხრიანი ღვთისშვილები ჰყავდა, სანამ ჩვენთან გამოგზავნიდა. ალვის ხის ფესვებში უკვდავების წყარო - ვეშაწყარო - მოსჩქეფს, რომელსაც გულმოდგინედ იცავს ღვთაებრივი ვეშაპი. ციხიდან ამ წყარომდე არხია გაყვანილი, სწორედ ამ არხით დაჰქრიან ღვთისშვილები. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)


Image for Quotes

Natalie Davitashvili quote : ცის სამეფოშია მორიგე გამგებლის სამყოფელი. ერთ ძალიან მაღალ მთაზე, მის მწვერვალებს ღრუბლებიც რომ ვერ სწვდებიან, ციხე დგას; სწორედ იქ არის ღვთის კარი, მის იქით ოქროს ტახტზე მორიგე ღმერთია დაბრძანებული და ოქროს ბაგეებით იძლევა ბრძანებებს. მის სამლობელოში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ შეიძლება მისვლა. ოქროს ტახტის გვერდით ქვესკნელში ფესვებგადგმული ალვის ხე დგას, რომლის წვერში ოქროს ცხრაკეცი ჯაჭვია. ალვის ტოტებზე თეთრმხრიანი ღვთისშვილები ჰყავდა, სანამ ჩვენთან გამოგზავნიდა. ალვის ხის ფესვებში უკვდავების წყარო - ვეშაწყარო - მოსჩქეფს, რომელსაც გულმოდგინედ იცავს ღვთაებრივი ვეშაპი. ციხიდან ამ წყარომდე არხია გაყვანილი, სწორედ ამ არხით დაჰქრიან ღვთისშვილები.