Home > Work > The God of Small Things

The God of Small Things QUOTES

120 " – დღის კოშმარი გესიზმრებოდა, – უთხრა რაჰელმა.
– კოშმარი კი არა, სიზმარი იყო, – მიუგო ამუმ.
– ესტას ეგონა, რომ კვდებოდი.
– ისეთი სევდიანი იყავი, რომ...… – თავი იმართლა ესტამ.
– ძალიან ბედნიერი ვიყავი, – თქვა ამუმ და მიხვდა, რომ მართლაც ასე იყო.
– ამუ, როდესაც ადამიანს ბედნიერება ესიზმრება, ეგ ითვლება? – ჰკითხა ესტამ.
– რა ითვლება?
– აი, ეგ სიზმრად ნანახი ბედნიერება.
ამუ მშვენივრად მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ქოჩორწამხდარი ვაჟი.
იმიტომ, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის ითვლება, რაც ჩასათვლელია.
მარტივი, სრულიად მყარი ბავშვური სიბრძნე.
ძილში თუ თევზი ჭამე, ითვლება? იმას ნიშნავს, რომ თევზი მართლაც შეჭამე?
სიზმრის ხალისიანი კაცი, რომელმაც ნაკვალევი არ დატოვა, ითვლებოდა, თუ არ ითვლებოდა? "

Arundhati Roy , The God of Small Things