Home > Author > Robert Bresson

Robert Bresson QUOTES

51 " ჩემს ფილმში "ბალთაზარი" მსურდა, რომ ვირი მორუხო, შავი ყოფილიყო. მონაცრისფრო ვირები მრავლად იყვნენ, მაგრამ შავი კი - არსად. ძლივს მოვძებნე სამხრეთ საფრანგეთში მთლად რუხი ვირი. არ მიყვარს სიმბოლიზმი, მაგრამ ბევრმა "ბალთაზარი" აღიქვა როგორც ქრისტე. განსაკუთრებით ფილმის ბოლო კადრებში, როდესაც ვირი ბალთაზარი მთაზე ადის, ისე როგორც ჯვარცმული ქრისტე, რომელიც ეწამა ადამიანებისათვის. მე არც მიფიქრია ასე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრმა სწორედ ასე აღიქვა ვირი ბალთაზარი და მე წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არ გამიწევია მათთვის. ეს ფილმი რაღაცით ჰგავს ჩარლი ჩაპლინის ადრეულ ფილმებს. ჩარლიც შავებშია ჩაცმული შავი კოსტუმი, შავი ქუდი, შავი ხელჯოხი, შავი ფეხსაცმელი), როგორც ჩემი ვირი და იგიც ეწამა ადამიანებისათვის "

Robert Bresson