Home > Work > Desert

Desert QUOTES

1 " ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ყვავი გათეთრდება, ზღვა დაშრება, კაკტუსის ყვავილიდან თაფლს ამოიღებენ, აკაციის ტოტებით საწოლს შეკრავენ, ოჰ, ერთ დღესაც გველს პირში გესლი დაუშრება, თოფების ტყვიები აღარავის მოუსწრაფებენ სიცოცხლეს, რადგან ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვარულს...
[...]
ოჰ, ერთ დღესაც, ერთ დღესაც, ქარი დედამიწაზე აღარ დაუბერავს, ქვიშის მარცვლები შაქარივით დადნება, გზაზე, ყოველი ქვის ქვეშ წყარო დამელოდება, ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ფუტკრები ჩემთვის ამღერდებიან, რადგან ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვარულს...
[...]
ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ღამით მზე ამოვა, მთვარის წყალი გუბეებს გააჩენს დედამიწაზე, ცა ვარსკვლავების ოქროს მიმოაბნევს, ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ჩემთვის აცეკვებულ ჩემივე ჩრდილს დავინახავ, რადგან ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვარულს...
[...]
ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, მზე დაბნელდება, დედამიწა შუამდე გაიხსნება, ზღვა ქვიშას გადაფარავს, ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც თვალის ჩინი გამიქრება, ჩემი პირი ვეღარ წარმოთქვამს შენს სახელს, გულისძგერაც შემიწყდება, რადგან ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვარულს... "

J.M.G. Le Clézio , Desert