Home > Work > განზომილება

განზომილება QUOTES

5 " როგორც მთელი დღის ნაჯაფი მიწისმუშა საღამოს დაღლილ-დაქანცული მილასლასებს შინისკენ, ფეხებს ძლივს მიათრევს, ბეჭებს ვერ შლის, წელში ამტვრევს, მკლავები არ ემორჩილება, ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მეორე ნაბიჯის გადადგმა ისე ესიკვდილება, ურჩევნია გზაში წაიქცეს, ოღონდ კი იმ დაღლილობას გადარჩეს, მაგრამ მაინც მიდის, რადგანაც ბოლოში მშობლიური სახლი ელოდება, სადაც მამაპაპურ ტახტზე გემრიელად გაიშხლართება, მთელი სხეულით მოდუნდება, ყველა ტკივილს ერთბაშად დააღწევს თავს და ტკბილ ბურანში ჩაიძირება, ისე შეუპოვრად მიდის სიცოცხლის უდაბნოში მოვლენილი კაცი სიკვდილის ოკეანის გრილი და საამური ნაპირისკენ. "

Jemal Karchkhadze , განზომილება