Home > Work > L'enfant de Noé

L'enfant de Noé QUOTES

8 " იუდეველებსა და ქრისტიანებს ერთი ღმერთის სწამთ, რომელმაც მოსეს კანონთა მთელი ნუსხა უკარნახა. მიუხედავად ამისა, იუდეველებმა ღმერთის მიერ ამქვეყნად მოვლენილ იესოში არ სცნეს შეპირებული მესია, რომელზეც მთელ იმედებს ამყარებდნენ. ის, არც მეტი, არც ნაკლები, მორიგ ებრაელ სწავლულად აღიქვეს. ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდები, როცა მიიჩნევ, რომ იესო ნამდვილად ღმერთის ძეა და რომ მასში შეისხა ხორცი ღმერთმა, ჯვარს ეცვა და შემდეგ მკვდრეთით აღსდგა.
–გამოდის, რომ ქრისტიანებისთვის უკვე ყველაფერი მოხდა, ებრაელები კი სულ მოლოდინში არიან.
– ჭეშმარიტად ჟოზეფ. ქრისტიანი ის არის, ვინც იხსენებს, ებრაელი კი ის, ვისაც ჯერ კიდევ იმედი აქვს.
– გამოდის, ქრისტიანი ის ებრაელია, ლოდინი რომ შეწყვიტა?
– დიახ, ებრაელი სხვა არავინაა, თუ არა იესომდელი ქრისტიანი. "

Éric-Emmanuel Schmitt , L'enfant de Noé