6
" Колко ли време продължи мълчанието след излизането му? Колко ли минути ни трябваха, за да осъзнаем, че сме спасени? Едни продължаваха да плачат, защото ужасът не ги пускаше, други стояха като неми и препарирани, някои пък въртяха очи, които питаха: „Ти вярваш ли на това, а, вярваш ли?”
...
Някои вълнения са толкова силни, че добри или лоши, направо ни прекършват. Облекчението на отеца толкова ни разтърси, че няколко минути по-късно дванайсет голи като червейчета еврейчета и един свещеник в расо се бутаха един в друг, мокреха се, и на ръба на нервната криза, едновременно се смееха и плачеха. "
― Éric-Emmanuel Schmitt , L'enfant de Noé
7
" –შეწყვიტე და გაფრთხილებ, რომ ეს საშიში შეუსაბამობაა. ჩვენ თავად ვუმზადებთ ერთმანეთს ბოროტებას და ღმერთი აქ არაფერ შუაშია, მან ყოველ ადამიანს თავისუფლება უბოძა. ხან გვიხარია და ხანაც ვიტანჯებით, მიუხედავად ჩვენი ღირსებებისა და ნაკლისა, მიუხედავად ჩვენი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებისა. რომელი საშინელი როლის მიკუთვნება გადაგიწყვეტია ღმერთისათვის? განა შეგიძლია ერთი წამითაც კი დაუშვა, რომ ის, ვინც ნაცისტებს გაექცა, ღმერთს უყვარს, ხოლო ის, ვინც მათ ბრჭყალებში მოექცა, სძულს? არა, ჩემო ჟოზეფ, ღმერთი არ ერევა ჩვენს საქმეებში. "
― Éric-Emmanuel Schmitt , L'enfant de Noé
8
" იუდეველებსა და ქრისტიანებს ერთი ღმერთის სწამთ, რომელმაც მოსეს კანონთა მთელი ნუსხა უკარნახა. მიუხედავად ამისა, იუდეველებმა ღმერთის მიერ ამქვეყნად მოვლენილ იესოში არ სცნეს შეპირებული მესია, რომელზეც მთელ იმედებს ამყარებდნენ. ის, არც მეტი, არც ნაკლები, მორიგ ებრაელ სწავლულად აღიქვეს. ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდები, როცა მიიჩნევ, რომ იესო ნამდვილად ღმერთის ძეა და რომ მასში შეისხა ხორცი ღმერთმა, ჯვარს ეცვა და შემდეგ მკვდრეთით აღსდგა.
–გამოდის, რომ ქრისტიანებისთვის უკვე ყველაფერი მოხდა, ებრაელები კი სულ მოლოდინში არიან.
– ჭეშმარიტად ჟოზეფ. ქრისტიანი ის არის, ვინც იხსენებს, ებრაელი კი ის, ვისაც ჯერ კიდევ იმედი აქვს.
– გამოდის, ქრისტიანი ის ებრაელია, ლოდინი რომ შეწყვიტა?
– დიახ, ებრაელი სხვა არავინაა, თუ არა იესომდელი ქრისტიანი. "
― Éric-Emmanuel Schmitt , L'enfant de Noé