Home > Work > Kalle Blomquist, Eva Lotte und Rasmus

Kalle Blomquist, Eva Lotte und Rasmus QUOTES

4 " - იქნებ სინამდვილეში ეს ყველაფერი წიგნებში წერია, - თქვა კალემ.
- შენ რა, შეიშალე? - გაიოცა ანდერსმა.
- იქნებ ჩვენ სულაც არ ვარსებობთ, - ოცნებით განაგრძო კალემ, - არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები ვართ წიგნიდან, რომელიც ვიღაცამ შექმნა.
- ჰო, შენ შეიძლება მართლაც წიგნიდან ხარ, - გაგულისდა ანდერსი, - და სულაც არ გამიკვირდება, თუ შეცდომითა ხარ დაბეჭდილი, მაგრამ მე კი - არა, დაიმახსოვრე.
- შენ არ გესმის... - თავისას არ იშლიდა კალე, - იქნებ შენ იმ წიგნის გმირი ხარ, მე რომ შევთხზე...
- მოუსვი აქედან, - გაბრაზდა ანდერსი, - თუ ასეა, შენ ხარ ჩემი შეთხზული წიგნის გმირი და უკვე ვნანობ, რომ ოდესღაც გამოგიგონე.
- საერთოდ კი, მომშივდა, - აღიარა კალემ. "

Astrid Lindgren , Kalle Blomquist, Eva Lotte und Rasmus