Home > Work > ოთხი მხარე და ოთხი სვეტი (იროელთა ქრონიკები, #5)

ოთხი მხარე და ოთხი სვეტი (იროელთა ქრონიკები, #5) QUOTES

3 " შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს ცხოვრობდე სიძულვილითა და ბოღმით შეპყრობილი, როგორ გჭამს და განადგურებს სიავე. შვებას მხოლოდ ნგრევასა და განადგურებაში ხედავ. სიძულვილშეპყრობილი კაცი ქარიშხალში მოხვედრილს ჰგავს, ბორბალა აქეთ-იქით რომ ახეთქებს, სუნთქვას უკრავს, თავბრუს ახვევს და მოხრჩობით ემუქრება. მაგრამ სიძულვილის მორევში მოხვედრას ისევ ქარიშხალი გერჩიოს. აი, რა დავტოვე იქ. როგორ ფიქრობ, უნდა მენატრებოდეს ქვესკნელი? როშკაშში კი შენ სიყვარული გასწავლეს. გაუფრთხილდი მას. საკმარისია, ფეხი წაგიცდეს, გულში სულ პატარა ადგილი გათავისუფლდეს, ისე შემოგიძვრება შური და სიძულვილი, ვერც კი გაიგებ, მთელ გულს როგორ შეგიჭამს. "

Natalie Davitashvili , ოთხი მხარე და ოთხი სვეტი (იროელთა ქრონიკები, #5)

4 " - რუფია, დღესაც მახსოვს, რაც ერთხელ ქვესკნელში მითხარი და არც არასდროს დამავიწყდება.
- რა გითხარი ასეთი?
- რომ ყოველი ამბის მიღმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია დაფარული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანსო. რომ მიზეზები ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული და არავის ძალუძს, ყველა რგოლს მიადევნოს თვალი, ანდა განჭვრიტოს, სადაა ჯაჭვის თავი და ბოლო დამალულიო.
- კარგად მითქვამს... - ჩაეცინა რუფიას.
- ჰო, მართლაც... ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. მე კი მგონია, ეს უკიდეგანო სამყარო ასეთი ჯაჭვების წნულია. ხან ერთია მთავარი და ხან - მეორე. მაგრამ რომელი რომელია, ჩვენთვის, მოკვდავთათვის, დაფარულია. იქნებ, ერთის გაწყვეტაც საკმარისია, რომ ყველაფერი შეიცვალოს, ჩამოინგრეს და განადგურდეს. ამიტომ ყოველი ჯაჭვის ყოველი რგოლის სიმტკიცეს დაცვა სჭირდება. "

Natalie Davitashvili , ოთხი მხარე და ოთხი სვეტი (იროელთა ქრონიკები, #5)