Home > Work > ნისლებში და ნისლებს მიღმა (იროელთა ქრონიკები, #2)

ნისლებში და ნისლებს მიღმა (იროელთა ქრონიკები, #2) QUOTES

2 " ერთხელ, ომიანობისას, მოხუცი მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ერთადერთი ვაჟიშვილი საომრად წავიდა. წავიდა და აღარ დაბრუნდა. ლოდინით დაღლილი მამა თავად გაემართა ბრძოლის ველისაკენ - შვილს დაჭრილს თუ ვერ ვნახავ, იქნებ მისი ცხედარი მაინც ვიპოვოო.
ნაომარი ადგილი გვამებით იყო სავსე. დადიოდა მოხუცი და შვილის ცხედარს ეძებდა. წელზე შემორტყმული მეწამული ქამრით იცნო ვაჟის სხეული, რომლისგანაც ძვლები დარჩენილიყო. მკლავები გვერდზე გადაჰკეცოდა და ძარღვები ლარივით ჰქონდა გადაჭიმული.
აიღო მამამ მოკლული შვილის მკლავი, აკანკალებული, ხმელი თითები დაჭიმულ ძარღვებს ჩამოჰკრა და ისეთი გულის მომკვლელი მოთქმით დაიწყო ვაჟის დატირება, რომ მთები შეზანზარდნენ ირგვლივ... "

Natalie Davitashvili , ნისლებში და ნისლებს მიღმა (იროელთა ქრონიკები, #2)