Home > Work > ადამიანთა სევდა

ადამიანთა სევდა QUOTES

6 " -სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ მისი განცდა?
– სიკვდილი,რომ გამოიგონა ღმეთმა,იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას არგუნა მისი განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს,რომ დარდისგან სულ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თავიანთი თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლებაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს არგუნა. იმათაც ძლიერ განიცად…ეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამოილეწეს და აღარ ივიწყებდნენ სიკვდილს. ხეებსაც აარიდა სიკვდილი და ახლა წყალს არგუნა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. შემდეგ ადგა ღმერთი და ადამიანებს არგუნა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე კი დამარხა მკვდარი და ტირილით გამოიგლოვა კიდეც. ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა. "

Goderdzi Chokheli , ადამიანთა სევდა