Home > Author > Natalie Davitashvili >

" იახსარი ღვთისშვილთა შორის ძალითა და გამბედობით ერთ-ერთი უპირველესი იყო. მდინარე არაგვის ნაპირზე ედგა ციზე-კოშკი, იმ მიდამოში მისი შიშით ვერც ერთი ავსული ვერ გაიჭაჭანებდა. მორიგე ცის გამგებელმა საგმიროდ მშვილდ-ესარი უბოძა. იახსარს არათუ დევები, ფალავნობაში სხვა ღვთისშვილებიც ვერ ეჯიბრებოდნენ. ხანდახან კოპალა თუ გაუბედავდა დაჭიდებას, მართალია, ვერ ჯაბნიდა, მაგრამ არც თავად იჯაბნებოდა. ყველაზე მეტად რაც მოსწონდა ბერ ბუქნაის მასში, მისი ვეებერთელა კეთილი გული იყო. მორიგემ ციდან სხივთა კონებად ჩამოუშვა ხალხის დასახმარებლად - ამიტომ ღვთისშვილები სვეტად ჩამოსულს ეძახდნენ. მუდამ კაცისძეთა დახმარებაში და მსახურობაში იყო იარაღითა თუ სიტყვით. მის მეტი ვერავინ ბედავდა მორიგე ცის გამგებელთან პირისპირ მისვლას და ხორციელთა ქომაგს. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)


Image for Quotes

Natalie Davitashvili quote : იახსარი ღვთისშვილთა შორის ძალითა და გამბედობით ერთ-ერთი უპირველესი იყო. მდინარე არაგვის ნაპირზე ედგა ციზე-კოშკი, იმ მიდამოში მისი შიშით ვერც ერთი ავსული ვერ გაიჭაჭანებდა. მორიგე ცის გამგებელმა საგმიროდ მშვილდ-ესარი უბოძა. იახსარს არათუ დევები, ფალავნობაში სხვა ღვთისშვილებიც ვერ ეჯიბრებოდნენ. ხანდახან კოპალა თუ გაუბედავდა დაჭიდებას, მართალია, ვერ ჯაბნიდა, მაგრამ არც თავად იჯაბნებოდა. ყველაზე მეტად რაც მოსწონდა ბერ ბუქნაის მასში, მისი ვეებერთელა კეთილი გული იყო. მორიგემ ციდან სხივთა კონებად ჩამოუშვა ხალხის დასახმარებლად - ამიტომ ღვთისშვილები სვეტად ჩამოსულს ეძახდნენ. მუდამ კაცისძეთა დახმარებაში და მსახურობაში იყო იარაღითა თუ სიტყვით. მის მეტი ვერავინ ბედავდა მორიგე ცის გამგებელთან პირისპირ მისვლას და ხორციელთა ქომაგს.