Home > Author > Natalie Davitashvili >

" დიდება შენდა, ღმერთო მაღალო,
ცათა სწორო, ხმელეთის ბადალო
მორიგეო, ღმერთო, დასწერე ჯვარი
ანთებულ სანთელსა, დაჭვრეთილ სეფს,
დადგმულ ჭიქა-ბარძიმსა.
ძალი და ბრძანება თქვენია,
თორემ ხორციელნი ხმელეთზევით
სახელსა ვერა გკადრებდით.
რადგან ღმერთმა ხმელეთი დააარსა,
ცა-რგვალი დახურა,
მზე და მთვარე დაფინა,
გაკურთხნათ ღვთისშვილნი ღვთისშვილნადა,
ჩაგაბამთ ხორციელნი საპატრონოდა.
ჩვენც კი გაბარებთ თავსა,
გაბრალებთ, გეხვეწებით შენს საყმოთა,
საყმოში ალალ-მართალთა,
აგებულ-წამებულთა.
შენი კარის და გორის მლოცავთა,
წესრიგის დამყენებელო,
თუ რამე ეხედვებოდეს,
ხვეწნა-მუდარა სასიხარულოდ გაუხადე!
თუ რამე ეხედვებოდეს
ცუდი, მავნე-ხიფათი საქმე,
ხვეწნა-მუდარა ამაოდ გაუხადე.
ბევრი გაგიჩნდა მგმობიარ-მოღალატე,
კეთილი გზის დასანახად თვალი აუხილე.
ღმერთო მაღალო,
დიდი დედა შემოგავედრებ ხალიბთა ტომს,
მიეცი მადლი და ბარაქა ხალიბთა ოჯახებს,
გაჭირვებულს ხელი გაუმართე,
სნეული მოარჩინე და ჯანზე დააყენე!
მგზავრსა და გზად მიმავალს ხელი მოუმართე,
მაცილსა და კაოტს
ნუ დაადევნებ.
ჩემს მჭედლებს მარჯვენა დაულოცე,
მათ ნახელავს ბნელი აკვეთინე.
ამას გევედრები, ცის გამგებელო,
დიდი დედა, დედა ყველასი და ყოვლისა. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

Image for Quotes

Natalie Davitashvili quote : დიდება შენდა, ღმერთო მაღალო,
ცათა სწორო, ხმელეთის ბადალო
მორიგეო, ღმერთო, დასწერე ჯვარი
ანთებულ სანთელსა, დაჭვრეთილ სეფს,
დადგმულ ჭიქა-ბარძიმსა.
ძალი და ბრძანება თქვენია,
თორემ ხორციელნი ხმელეთზევით
სახელსა ვერა გკადრებდით.
რადგან ღმერთმა ხმელეთი დააარსა,
ცა-რგვალი დახურა,
მზე და მთვარე დაფინა,
გაკურთხნათ ღვთისშვილნი ღვთისშვილნადა,
ჩაგაბამთ ხორციელნი საპატრონოდა.
ჩვენც კი გაბარებთ თავსა,
გაბრალებთ, გეხვეწებით შენს საყმოთა,
საყმოში ალალ-მართალთა,
აგებულ-წამებულთა.
შენი კარის და გორის მლოცავთა,
წესრიგის დამყენებელო,
თუ რამე ეხედვებოდეს,
ხვეწნა-მუდარა სასიხარულოდ გაუხადე!
თუ რამე ეხედვებოდეს
ცუდი, მავნე-ხიფათი საქმე,
ხვეწნა-მუდარა ამაოდ გაუხადე.
ბევრი გაგიჩნდა მგმობიარ-მოღალატე,
კეთილი გზის დასანახად თვალი აუხილე.
ღმერთო მაღალო,
დიდი დედა შემოგავედრებ ხალიბთა ტომს,
მიეცი მადლი და ბარაქა ხალიბთა ოჯახებს,
გაჭირვებულს ხელი გაუმართე,
სნეული მოარჩინე და ჯანზე დააყენე!
მგზავრსა და გზად მიმავალს ხელი მოუმართე,
მაცილსა და კაოტს
ნუ დაადევნებ.
ჩემს მჭედლებს მარჯვენა დაულოცე,
მათ ნახელავს ბნელი აკვეთინე.
ამას გევედრები, ცის გამგებელო,
დიდი დედა, დედა ყველასი და ყოვლისა.