Home > Author > Natalie Davitashvili >

" პირქუში ნამდვილ პატრონად მოევლინა ბაცალიგოს. შესახედავად ახოვანი და მეტად ტანადი იყო, მუდამ შეჭმუხნული წარბები მის სახეს მკაცრ იერს აძლევდა. კოჭლი კი იყო, მაგრამ ამას ვერც ამჩნევდნენ მისი ვაჟკაცობითა და სილამაზით მონუსხული ქალები. ბნელეთის ძალებს შეუპოვრად ებრძოდა, სადაც დაჩაგრული იყო, უმალვე იქ გაჩნდებოდა, თანაც მაშინ, როცა არავინ ელოდა. არც შორ მგზავრობას ერიდებოდა, ოღონდ ავსულებისაგან შეჭირვებულისათვის დახმარების ხელი გაეჭვდინა. მისი განუყრელი იარაღი მოვერცხლილი, ყაწიმით ჩამოკიდებული ხმალი იყო. სამხარიღლივო ღვედებიც ვერცხლის ბალთებით ჰქონდა შემკული. ბრძოლებისგან თავისუფალ დროს სამჭედლოში ატარებდა და რას არ ჭედდა კაცისძეთათვის: სახნისებს, ცულებს, წალდებს - ყველაფერს, რაც მეურნეობაშ გამოიყენებოდა. იარაღის გამოჭედვაშიც ერთობ დაოსტატებული იყო. ოქროსა და ვერცხლისგან გამოჭედილ მის სამკაულებზე ხომ ბევრ ქალს რჩებოდა თვალი. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)


Image for Quotes

Natalie Davitashvili quote : პირქუში ნამდვილ პატრონად მოევლინა ბაცალიგოს. შესახედავად ახოვანი და მეტად ტანადი იყო, მუდამ შეჭმუხნული წარბები მის სახეს მკაცრ იერს აძლევდა. კოჭლი კი იყო, მაგრამ ამას ვერც ამჩნევდნენ მისი ვაჟკაცობითა და სილამაზით მონუსხული ქალები. ბნელეთის ძალებს შეუპოვრად ებრძოდა, სადაც დაჩაგრული იყო, უმალვე იქ გაჩნდებოდა, თანაც მაშინ, როცა არავინ ელოდა. არც შორ მგზავრობას ერიდებოდა, ოღონდ ავსულებისაგან შეჭირვებულისათვის დახმარების ხელი გაეჭვდინა. მისი განუყრელი იარაღი მოვერცხლილი, ყაწიმით ჩამოკიდებული ხმალი იყო. სამხარიღლივო ღვედებიც ვერცხლის ბალთებით ჰქონდა შემკული. ბრძოლებისგან თავისუფალ დროს სამჭედლოში ატარებდა და რას არ ჭედდა კაცისძეთათვის: სახნისებს, ცულებს, წალდებს - ყველაფერს, რაც მეურნეობაშ გამოიყენებოდა. იარაღის გამოჭედვაშიც ერთობ დაოსტატებული იყო. ოქროსა და ვერცხლისგან გამოჭედილ მის სამკაულებზე ხომ ბევრ ქალს რჩებოდა თვალი.