Home > Author > Natalie Davitashvili >

" მულახმა ოთხი მოსამსახურე მიუჩინა ღვთისშვილებს, ოთხივე - ქალი: მაღლები და ტანადები, ხოლო მათი ფართო ბეჭები ვაჟკაცს უფრო დაამშვენებდა. ჩაცმულობაც ხალიბი მეომრისა ჰქონდათ. ნაბდის პერანგები მუხლამდე სწვდებოდათ, საკინძის ზედა სამი ღილი შეკრული არ ჰქონდათ და შიგნიდან სელისსარჩულიანი რკინის უმტკიცესი ძაფისგან ნაქსოვი პერანგი მოუჩნდათ. წელზე ვერცხლის განიერი ქამრები ეკეთათ, მარჯვნივ ხმალი ეკიდათ, მარცხნივ - საქვეყნოდ ცნობილი კოლხური ცული.
- ეს რა ჯანიანი ქალები ჰყოლიათ, - უთხრა იახსარმა პირქუშს, როცა მარტო დარჩნენ.
- ამ ქალებს, დღეს რომ გვემსახურებიან და თავს დაგვტრიალებენ, მცველებს ეძახიან. უბადლო მეომრებად არიან გაზრდილნი, ხალიბ დალებსაც უწოდებენ. აქაურ უხუცეს სწავლულთა და საიდუმლო გრაგნილთა დაცვა-განადგურებაც მათ ევალებათ.
- განადგურება? - გაიკვირვა იახსარმა.
- ჰო, განადგურება. ხალიბი უხუცესნი და სწავლულები ტყვედ არ ვარდებიან, - მიუგო პირქუშმა. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)


Image for Quotes

Natalie Davitashvili quote : მულახმა ოთხი მოსამსახურე მიუჩინა ღვთისშვილებს, ოთხივე - ქალი: მაღლები და ტანადები, ხოლო მათი ფართო ბეჭები ვაჟკაცს უფრო დაამშვენებდა. ჩაცმულობაც ხალიბი მეომრისა ჰქონდათ. ნაბდის პერანგები მუხლამდე სწვდებოდათ, საკინძის ზედა სამი ღილი შეკრული არ ჰქონდათ და შიგნიდან სელისსარჩულიანი რკინის უმტკიცესი ძაფისგან ნაქსოვი პერანგი მოუჩნდათ. წელზე ვერცხლის განიერი ქამრები ეკეთათ, მარჯვნივ ხმალი ეკიდათ, მარცხნივ - საქვეყნოდ ცნობილი კოლხური ცული.<br />- ეს რა ჯანიანი ქალები ჰყოლიათ, - უთხრა იახსარმა პირქუშს, როცა მარტო დარჩნენ.<br />- ამ ქალებს, დღეს რომ გვემსახურებიან და თავს დაგვტრიალებენ, მცველებს ეძახიან. უბადლო მეომრებად არიან გაზრდილნი, ხალიბ დალებსაც უწოდებენ. აქაურ უხუცეს სწავლულთა და საიდუმლო გრაგნილთა დაცვა-განადგურებაც მათ ევალებათ.<br />- განადგურება? - გაიკვირვა იახსარმა.<br />- ჰო, განადგურება. ხალიბი უხუცესნი და სწავლულები ტყვედ არ ვარდებიან, - მიუგო პირქუშმა.