Home > Author > Italo Calvino >

" ქალაქი სოფრონია ორი ნახევარქალაქისგან შედგება. ერთში ნახავ ამერიკული მთების ატრაქციონის ციცაბო გორაკებს, ნახავ მფრინავ კარუსელს ჰაერში გაშლილი ჯაჭვებით, გიგანტურ ბორბალს ბზრიალა გალიებით, „სიკვდილის ჭას“, მასში თავდაყირა დაქანებული მოტოციკლისტებით, ცირკის გუმბათს, დახუნძლულს ტრაპეციის ბაგირებით. მეორე ნახევარქალაქი მარმარილოსი, ქვისა და ცემენტისაა. აქ ნახავ ბანკს, საწარმოებს, სასახლეებს, სასაკლაოს, სკოლას და სხვა დანარჩენს. ქალაქის ერთი ნაწილი მუდმივია, მეორე - დროებითი და როდესაც მისი აქ დგომის დრო იწურება, ხსნიან, შლიან და სხვა, რომელიღაც გაურკვეველი ნახევარქალაქის მიწაზე გადააქვთ.
ამგვარად, ყოველ წელს დგება დღე, როდესაც მუშები ჩამოხსნიან მარმარილოს ფრონტონებს, დაუშვებენ ქვის კედლებს, ცემენტის სვეტებს, დაშლიან სამინისტროს, ძეგლს, ნავმისადგომებს, ნავთობსახდელს, საავადმყოფოს, დატვირთავენ ბუქსირზე და გაუყვებიან მოედნიდან მოედნამდე გაწოლილ ყოველწლიურ გზას. ადგილზე რჩება კარუსელებისა და ტირების ნახევარი სოფრონია, ატრაქციონის თავდაყირა წამოსულ კაბინაში გაკავებული კივილით და იწყებს ათვლას, რამდენი თვე, რამდენი დღე მოუწევს ლოდინი, სანამ ქარავანი დაბრუნდება და სიცოცხლე ისევ თავიდან დაიწყება. "

Italo Calvino , Invisible Cities


Image for Quotes

Italo Calvino quote : ქალაქი სოფრონია ორი ნახევარქალაქისგან შედგება. ერთში ნახავ ამერიკული მთების ატრაქციონის ციცაბო გორაკებს, ნახავ მფრინავ კარუსელს ჰაერში გაშლილი ჯაჭვებით, გიგანტურ ბორბალს ბზრიალა გალიებით, „სიკვდილის ჭას“, მასში თავდაყირა დაქანებული მოტოციკლისტებით, ცირკის გუმბათს, დახუნძლულს ტრაპეციის ბაგირებით. მეორე ნახევარქალაქი მარმარილოსი, ქვისა და ცემენტისაა. აქ ნახავ ბანკს, საწარმოებს, სასახლეებს, სასაკლაოს, სკოლას და სხვა დანარჩენს. ქალაქის ერთი ნაწილი მუდმივია, მეორე - დროებითი და როდესაც მისი აქ დგომის დრო იწურება, ხსნიან, შლიან და სხვა, რომელიღაც გაურკვეველი ნახევარქალაქის მიწაზე გადააქვთ.<br />ამგვარად, ყოველ წელს დგება დღე, როდესაც მუშები ჩამოხსნიან მარმარილოს ფრონტონებს, დაუშვებენ ქვის კედლებს, ცემენტის სვეტებს, დაშლიან სამინისტროს, ძეგლს, ნავმისადგომებს, ნავთობსახდელს, საავადმყოფოს, დატვირთავენ ბუქსირზე და გაუყვებიან მოედნიდან მოედნამდე გაწოლილ ყოველწლიურ გზას. ადგილზე რჩება კარუსელებისა და ტირების ნახევარი სოფრონია, ატრაქციონის თავდაყირა წამოსულ კაბინაში გაკავებული კივილით და იწყებს ათვლას, რამდენი თვე, რამდენი დღე მოუწევს ლოდინი, სანამ ქარავანი დაბრუნდება და სიცოცხლე ისევ თავიდან დაიწყება.