Home > Author > Italo Calvino >

" აქედან წასული, ექვსი დღისა და შვიდი ღამის შემდეგ ჩადიხარ ზობედიაში, მთვარით განათებულ თეთრ ქალაქში. ქუჩები ისეა დახვეული, როგორც ძაფი გორგალში. მის დაარსებაზე ასე ჰყვებიან: სხვადასხვა ეროვნების კაცებმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს - ვიღაც უცხო ქალი ღამით უცხო ქალაქის ქუჩებში მირბოდა. ქალი ზურგიდან დაინახეს, გრძელი თმა გაეშალა, შიშველი იყო. ესიზმრათ, თითქოს ქალს უკან გაედევნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგეს. ზმანების შემდეგ ის ქალაქი ბევრი ეძებეს. ქალაქი ვერა, მაგრამ ერთმანეთი კი იპოვეს. გადაწყვიტეს, სიზმარში ნანახის მსგავსი ქალაქი აეგოთ. ქუჩები თითოეულმა ისე გაიყვანა, როგორც სიზმარში ქალის დევნისას ენახა. იმ ადგილას, სადაც ქალის კვალი დაიკარგა, კედლები ისე დაგეგმეს, ქალი ვეღარსად გაქცეულიყო. "

Italo Calvino , Invisible Cities


Image for Quotes

Italo Calvino quote : აქედან წასული, ექვსი დღისა და შვიდი ღამის შემდეგ ჩადიხარ ზობედიაში, მთვარით განათებულ თეთრ ქალაქში. ქუჩები ისეა დახვეული, როგორც ძაფი გორგალში. მის დაარსებაზე ასე ჰყვებიან: სხვადასხვა ეროვნების კაცებმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს - ვიღაც უცხო ქალი ღამით უცხო ქალაქის ქუჩებში მირბოდა. ქალი ზურგიდან დაინახეს, გრძელი თმა გაეშალა, შიშველი იყო. ესიზმრათ, თითქოს ქალს უკან გაედევნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგეს. ზმანების შემდეგ ის ქალაქი ბევრი ეძებეს. ქალაქი ვერა, მაგრამ ერთმანეთი კი იპოვეს. გადაწყვიტეს, სიზმარში ნანახის მსგავსი ქალაქი აეგოთ. ქუჩები თითოეულმა ისე გაიყვანა, როგორც სიზმარში ქალის დევნისას ენახა. იმ ადგილას, სადაც ქალის კვალი დაიკარგა, კედლები ისე დაგეგმეს, ქალი ვეღარსად გაქცეულიყო.