Home > Author > Sylvia Plath >

" ჩემი ცხოვრება დავინახე, მწვანე ლეღვის ხესავით დატოტვილი.
ყოველი რტოდან მშვენიერი მომავალი, მწიფე იისფერი ლეღვის მსგავსად, თვალს მიკრავდა და მეძახდა. ერთი ლეღვი ქმარი იყო და ბედნიერი სახლი და ბავშვები; მეორე ლეღვი ბრწყინვალე პროფესორი იყო; მესამე ლეღვი იყო შესანიშნავი რედაქტორი და სხვა ლეღვი - ევროპა, აფრიკა და სამხრეთ ამერიკა; სხვა ლეღვი - კონსტანტინი, სოკრატე და ატილა და წყება სხვა საყვარლებისა, უცნაური სახელებითა და პროფესიებით; და კიდევ სხვა - ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ნიჩბოსნობაში. და ამ ლეღვების გარდა, და მათ მიღმა იყო კიდევ უამრავი ლეღვი, რომელიც ახლა თვალში არ მხვდებოდა.
ჩემს თავს ვხედავდი. ვიჯექი ამ ხესთან და შიმშილისგან კუჭი მიხმებოდა, რადგან არ ვიცოდი, რომელი ლეღვი მომეწყვიტა. მათგან სათითაოდ ყველა მინდოდა, მაგრამ ერთის არჩევა სხვების დაკარგვას ნიშნავდა. და ვიდრე ასე ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა, ლეღვები ჭკნებოდა და შავდებოდა და ჩემს ტერფებთან ცვიოდა. "

Sylvia Plath


Image for Quotes

Sylvia Plath quote : ჩემი ცხოვრება დავინახე, მწვანე ლეღვის ხესავით დატოტვილი.<br />ყოველი რტოდან მშვენიერი მომავალი, მწიფე იისფერი ლეღვის მსგავსად, თვალს მიკრავდა და მეძახდა. ერთი ლეღვი ქმარი იყო და ბედნიერი სახლი და ბავშვები; მეორე ლეღვი ბრწყინვალე პროფესორი იყო; მესამე ლეღვი იყო შესანიშნავი რედაქტორი და სხვა ლეღვი - ევროპა, აფრიკა და სამხრეთ ამერიკა; სხვა ლეღვი - კონსტანტინი, სოკრატე და ატილა და წყება სხვა საყვარლებისა, უცნაური სახელებითა და პროფესიებით; და კიდევ სხვა - ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ნიჩბოსნობაში. და ამ ლეღვების გარდა, და მათ მიღმა იყო კიდევ უამრავი ლეღვი, რომელიც ახლა თვალში არ მხვდებოდა.<br />ჩემს თავს ვხედავდი. ვიჯექი ამ ხესთან და შიმშილისგან კუჭი მიხმებოდა, რადგან არ ვიცოდი, რომელი ლეღვი მომეწყვიტა. მათგან სათითაოდ ყველა მინდოდა, მაგრამ ერთის არჩევა სხვების დაკარგვას ნიშნავდა. და ვიდრე ასე ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა, ლეღვები ჭკნებოდა და შავდებოდა და ჩემს ტერფებთან ცვიოდა.